ტესტირების კოორდინატორი
"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცელობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.
"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას ტესტირების კოორდინატორის (გამოცდების მიმართულება) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00 - 18:00)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. N92
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტესტირებისა და გამოცდების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- დაგეგმილი ტესტირებების თარიღების, დროის, ადგილმდებარეობისა და მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მართვა;
- პარტნიორ სკოლებთან, ტესტირების ადმინისტრატორებთან და კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან ტესტირების საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
- ლოგისტიკისა და მასალების კოორდინატორთან თანამშრომლობა საჭირო საგამოცდო მასალებისა და ადმინისტრატორის პაკეტების დროულად მომზადებისა და გადაცემის მიზნით;
- ტესტირების პროცესის დადგენილი პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელების კონტროლი;
- ტესტირების მიმდინარეობისას წარმოშობილი საოპერაციო საკითხებისა და გადაუდებელი შემთხვევების დროული კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტა;
- კომპანიის შიდა პროცედურების, შეფასების პროვაიდერის მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი) — განათლების, განათლების ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
- მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო, საგამოცდო, ადმინისტრაციულ ან საოპერაციო მიმართულებით;
- ტესტირების/გამოცდების ორგანიზებასა და კოორდინაციაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ C1 დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
პროფესიული და პიროვნული უნარები:
- ტესტირებისა და საგამოცდო პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
- ძ ლიერი ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და საიმედოობა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
- დადგენილი პროცედურებისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.