შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორი — BAIC საქართველო

BAIC საქართველო

შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"BAIC საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორის პოზიციაზე.

"BAIC საქართველო" - საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. BAIC დაარსდა 1958 წელს ჩინეთში, აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, SUV-ებსა და ელექტრომობილებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

დეპარტამენტი: კომერციული დეპარტამენტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00.
ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი #100, დიღომი, თბილისი.

ფუნქციები:

** საავტომობილო ცენტრში შემოსული მომხმარებლების მიღება მომსახურების სტანდარტების დაცვით და მათი საჭიროების განსაზღვრა;
** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების და ფასების შესახებ შემოსულ სტუმრებთან ინფორმაციის გაზიარება;
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პირველადი ინფორმაციის გაზირება და ზარის გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
** შოურუმში შემოსული სტუმრებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და წყლის ან ყავის/ჩაის შეთავაზება;
** ციფრული არხების საშუალებით შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
** მომხმარებლების ჩაწერა სერვისზე, ჯავშნის დეტალების გაზიარება SMS შეტყობინების სახით და დღის განრიგის მონიტორინგი;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათი უკუკავშირის მოსმენა, ინფორმაციის აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
** გაყიდვებთან და სერვისთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურების და სტენდების სისწორის კონტროლი და მათ დროულად განახლებაზე ზრუნვა;
** ბრენდირებული აქსესუარების შოურუმში პრეზენტაციაზე ზრუნვა და ახალი კოლექციის მიღების შემთხვევაში, სოციალურ მედიაში ინფორმაციის გაზიარებაზე ზრუნვა (მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის მიმართულებასთან, ფოტოსესიის ორგანიზება, პერიოდული აქციების ინიცირება);
** საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო აქსესუარების და სერვისის ღირებულების გადახდისას, საბანკო ტერმინალზე თანხის გატარება;
** პერიოდული შიდა აუდიტისთვის მომზადება და კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესის ბრენდის და კომპანიის სტანდარტებზე მორგება;
** ყოველდღიური საოფისე ოპერაციებისთვის მცირე შესყიდვების განხორციელება (მაგალითად, საკანცელარიო მარაგის შევსება, სტუმრების ლაუნჯისთვის და თანამშრომლების საერთო სივრცეებისთვის პროდუქციის შესყიდვა);
** საავტომობილო ცენტრში სისუფთავის, გამწვანების, გათბობა-გაგრილების წესრიგში მუშაობის მონიტორინგი.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამოყენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;