ტესტერი — ციფრული მმართველობის სააგენტო

ციფრული მმართველობის სააგენტო

ტესტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამუშაო პოზიციის დასახელება: ტესტერი

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

  • ციფრული მმართველობა;
  • ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
  • ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციის გაცნობა და ფუნქციონალის შესწავლა;
  • ტესტირების პროცესის კონტროლი და შედეგების შეფასება;
  • მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და ხარისხის აუდიტი;
  • რისკებისა და პრობლემების მართვა;
  • ექსპლუატაციაში გაშვების მზაობის შეფასება.
  • ტესტირების სასიცოცხლო ციკლის ცოდნა და მონიტორინგი.
  • ტექნიკური დოკუმენტის ანალიზი;
  • ტესტ ქეისების, ჩექლისტების, ტესტირების გეგმის შედგენა და განხორციელება.
  • აღმოჩენილი შეცდომების დეტალური აღწერა და რეპორტინგი.
  • ხელმძღვანელობისთვის სამუშაოს შესრულების შესახებ ზეპირი ან წერილობითი ანგარიშის წარდგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
  • დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ტესტირების დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება
  • API-ს ტესტირების გამოცდილება;
  • HTML/CSS საბაზისო ცოდნა;
  • JIRA-სთან მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის დამუშავების უნარი;
  • მოქნილობა და ადაპტაცია ცვალებადი გარემოს მიმართ;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების მოტივაცია.

კონკურსის ეტაპები:

  • შემოსული განცხადებების გადარჩევა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ