ადმინისტრაციული მენეჯერი / ოპერაციების კონტროლის სპეციალისტი
მეტრი აცხადებს ვაკანსიას: ადმინისტრაციული მენეჯერი / ოპერაციების კონტროლის სპეციალისტი
არქიტექტურული და გეოდეზიური კომპანია მეტრი ეძებს ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და გაუწევს კოორდინაციას კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობას.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის მონიტორინგი: თანამშრომელთა დისციპლინის (მოსვლა-წასვლა) კონტროლი და შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების ზედამხედველობა.
- პროექტების აღრიცხვა: შემოსული შეკვეთების რეგისტრაცია, მათი მიმდინარეობის კონტროლი და შესრულების ვადების მონიტორინგი.
- დოკუმენტური მხარდაჭერა: ხელშეკრულებების მომზადება, მართვა და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარება.
- ფინანსური ადმინისტრირება: შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორების კონტროლი, დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება.
მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება იურიდიული ან ტექნიკური მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მიზანდასახულობა („ჟილკა“)
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი შრომისუნარიანობა.
უნარები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი, პრინციპულობა და სიმკაცრე სამუშაო პროცესების კონტროლისას. სიზარმაცე და პასიურობა ჩვენი კომპანიისთვის მიუღებელია.
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიურ და მუდმივად განვითარებად სამუშაო გარემოს.
- კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
- ანაზღაურებას, რომელიც შეესაბამება თქვენს კომპეტენციასა და შედეგებს.