მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი/ოპერატორი
ედისონმედი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი (ოპერატორი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში (10:00სთ-დან 19:00მდე)
სახელფასო ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 -1500 ლარი
გთავაზობთ:
- გასაყიდი პროდუქციის ადგილზევე შესწავლას და ანაზღაურებად სტაჟირებას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად შემოსული სატელეფონო ზარის ფარგლებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- მომხმარებლისგან შეკვეთების მიღება გაწერილი სტანდარტის მიხედვით ან მომხმარებლების გადამისამართება მათი მოთხოვნების შესაბამისად;
- მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია რუსული/ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა);
- საოფისე პროგრამების (MS Excel) სამომხმარებლო ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებული.