დამწყები იურისტი — საგა იმპექსი

საგა იმპექსი

დამწყები იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"საგა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. დ.უზნაძის 78

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00-სთ მდე

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადებაში დახმარება;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის დახარისხება, დაარქივება;
  • ორგანიზაციის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის დროულად მიწოდება;
  • სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ხელშეკრულებებთან და სხვა დოკუმენტაციასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-თვისებები:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ:

  • მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.