ტენდერი - კონტენტის შექმნის მომსახურება — ART Riverfront Tbilisi Hotel

ART Riverfront Tbilisi Hotel — ლოგო
ART Riverfront Tbilisi Hotel

ტენდერი - კონტენტის შექმნის მომსახურება

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
სასტუმრო "ART Riverfront Hotel Tbilisi" აცხადებს ტენდერს სოციალური მედიისთვის ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის მომსახურებაზე და იწვევს დაინტერესებულ კრეატიულ სააგენტოებსა და პროფესიონალ კონტენტკრეატორებს თანამშრომლობისთვის.

მომსახურების მოცულობა

ტენდერის ფარგლებში შერჩეულმა კომპანიამ ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს:

** 15 პროფესიონალური ფოტო - სასტუმროს ნომრების, რესტორნის, ბარების, ინტერიერის, გასტრონომიული შეთავაზებებისა და lifestyle კონტენტის მიმართულებით.
** 6 Reels ვიდეო - კრეატიული კონცეფციით, გადაღებითა და მონტაჟით, სოციალური მედიის პლატფორმებისთვის ოპტიმიზებული ფორმატით.
** 10 Instagram Story - ვიზუალურად გამართული, ბრენდის იდენტობასა და საკომუნიკაციო სტრატეგიასთან შესაბამისი კონტენტი.

ძირითადი მოთხოვნები

** კონტენტის კრეატიული კონცეფციებისა და სცენარების შემუშავება;
** ფოტო და ვიდეოგადაღებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** პროფესიონალური ფოტო და ვიდეოტექნიკის გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში, გადაღებებისთვის მოდელების შერჩევა და ჩართულობის უზრუნველყოფა, ** ასევე შესაბამისი რეკვიზიტების, აქსესუარებისა და დეკორატიული ელემენტების მოძიება და ორგანიზება;
** ფოტოების დამუშავება, ვიდეოების მონტაჟი და ფერების კორექცია;
** ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და სტანდარტების დაცვა;
** ყოველთვიური კონტენტგეგმის წინასწარ შეთანხმება;
** საბოლოო მასალების შეთანხმებულ ვადებში მიწოდება.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს

** კომპანიის ან კონტენტკრეატორის პორტფოლიოს;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებას (სასურველია სტუმარმასპინძლობისა და lifestyle მიმართულებით);
** შემოთავაზებული მომსახურების დეტალურ აღწერას;
** ყოველთვიურ საფასურს ლარში, დღგ-ის მითითებით;
** სამუშაო პროცესისა და კონტენტის მიწოდების პირობებს.

თანამშრომლობის პირობები

თანამშრომლობა განიხილება გრძელვადიან საფუძველზე, ყოველთვიური მომსახურების ხელშეკრულებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2026.

საკონტაქტო ელფოსტა: ;

გთხოვთ, სატენდერო წინადადება გამოგვიგზავნოთ სათაურით: "ART Content Creation Tender".

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ