კონტენტ კრეატორი / ვიდეოგრაფი — ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი

ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი — ლოგო
ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი

კონტენტ კრეატორი / ვიდეოგრაფი

₾1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საპროექტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის / ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

ვეძებთ კრეატიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის საქმიანობის, მიმდინარე და დასრულებული პროექტების, ობიექტებზე ვიზიტებისა და სამუშაო პროცესის ვიდეო-კონტენტის, ვლოგებისა და სარეკლამო მასალების შექმნაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ვიდეოების/ვლოგების გადაღება;
  • ობიექტებზე და სამუშაო პროცესში პერიოდული გადაღებები;
  • Instagram Reels, TikTok, YouTube Shorts და სხვა ფორმატებისთვის ვიდეოების შექმნა;
  • კომპანიის სარეკლამო და საიმიჯო ვიდეოების მომზადება;
  • გადაღებული მასალის მონტაჟი და დამუშავება;
  • ვიდეოების სცენარისა და კრეატიული იდეების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის საქმიანობის საინტერესოდ და პროფესიონალურად წარმოჩენა სოციალურ მედიაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული ცოდნა;
  • კარგი ვიზუალური ხედვა და კადრის შეგრძნება;
  • სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატების ცოდნა;
  • კრეატიულობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

Premiere Pro, CapCut, DaVinci Resolve ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პორტფოლიოს წარმოდგენა სასურველია.

სამუშაო პირობები:

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • სამუშაო ძირითადად დაგეგმილი გადაღებებისა და კონკრეტული დავალებების მიხედვით;
  • პერიოდულად საჭიროა ოფისში და საპროექტო/სამშენებლო ობიექტებზე გადაღება.

შესაძლებელია სტუდენტთან თანამშრომლობაც.