გრაფიკული დიზაინერი/საიტის ადმინისტრატორი — ენერჯი

ენერჯი

გრაფიკული დიზაინერი/საიტის ადმინისტრატორი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ონლაინ-მაღაზია ეძებს უნივერსალურ, ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც შეითავსებს ვიზუალური კონტენტის შექმნასა და საიტის ადმინისტრირებას. ნახევარი განაკვეთი დაეთმობა გრაფიკას ხოლო დღის მეორე ნახევარი საიტის ადმინისტრირებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • გრაფიკული დიზაინი:
    • სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram) სარეკლამო ბანერებისა და პოსტების ვიზუალების მომზადება.
    • ვებ-საიტისთვის მთავარი ბანერების, აქციებისა და ფასდაკლებების ვიზუალური გაფორმება.
    • პროდუქციის ფოტოების დამუშავება (ფონის ჩანაცვლება/გასუფთავება, ზომების სტანდარტიზაცია).
  • ვებ-საიტის ადმინისტრირება (კონტენტ მენეჯმენტი):
    • საიტზე ახალი პროდუქციის დამატება, ფასების, ტექნიკური მახასიათებლებისა და აღწერილობების მოძიება, ორგანიზება და ატვირთვა.
    • მარაგების კონტროლი საიტზე და ინფორმაციის აქტუალურობის უზრუნველყოფა.
    • ბლოგ-პოსტებისა და სიახლეების ატვირთვა საიტის ადმინ-პანელში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Illustrator) გამართულად ფლობა.
  • CMS სისტემებთან (Wordpress/WooCommerce, Shopify ან მსგავსი ადმინ-პანელი) მუშაობის გამოცდილება სასურველია.
  • ქართული ენის გამართული გრამატიკა და მართლწერა (პროდუქტის აღწერების დასაწერად).
  • დეტალებისადმი ყურადღება და პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება: 2000 ლარი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ