სოციალური მედია სპეციალისტი/კონტენტ კრეატორი
წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ეძებს კრეატიულ, თანამედროვე სოციალური მედიის ტრენდებზე ორიენტირებულ და ინიციატივიან სოც. მედია სპეციალისტს/კონტენტ კრეატორს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იზრუნებს ამერიკული სადიპლომო პროგრამის ცნობადობისა და მიმზიდველობის გაზრდაზე.
პოზიციის მთავარი მიმართულება იქნება ისეთი კონტენტის შექმნა და სოციალური მედიის მართვა, რომელიც არა მხოლოდ ასახავს სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ საინტერესო და თანამედროვე ფორმით აცნობს აუდიტორიას American Diploma Program-ის შესაძლებლობებს, სასწავლო გარემოსა და უპირატესობებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 82, თბილისი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
ძირითადი მიმართულება: ამერიკული სადიპლომო პროგრამა
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
- American Diploma Program-ისთვის კრეატიული და მიზნობრივი კონტენტის იდეების შემუშავება;
- სოციალური მედიისთვის ყოველკვირეული/ყოველთვიური კონტენტ-გეგმის შექმნა;
- Reels, TikTok, Stories, ფოტო და სხვა short-form კონტენტის შექმნა;
- ვიდეოს იდეის მოფიქრება, სცენარის/სტრუქტურის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი;
- მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და alumni-ის ისტორიების საინტერესო ფორმატით წარმოჩენა;
- ინტერვიუების, testimonials-ისა და student-generated content-ის მომზადება;
- American Diploma Program-ის ძირითადი უპირატესობების — AP Courses, College Counselling, საერთაშორისო დიპლომი, ინგლისურენოვანი სწავლება და საერთაშორისო შესაძლებლობები — კრეატიულად კომუნიკაცია;
- სკოლის ღონისძიებების, პროექტების, სასწავლო პროცესისა და ყოველდღიური ცხოვრების გადაღება;
- Instagram-ისა და Facebook-ის, ხოლო სამომავლოდ TikTok-ის მართვა;
- კონტენტის მომზადება, დაგეგმვა, გამოქვეყნება და პლატფორმის სპეციფიკის შესაბამისად ადაპტირება;
- captions, hooks, headlines და CTA-ების შექმნა;
- სოციალური მედიის მიმდინარე ტრენდების, Reels/TikTok ფორმატებისა და Gen Z-ის ინტერესების კვლევა;
- კონკურენტი სკოლებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ბრენდების სოციალური მედიის აქტივობების მონიტორინგი;
- სოციალური მედიის ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი და კონტენტის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- Marketing/PR გუნდთან, American Diploma Program-ის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან აქტიური თანამშრომლობა;
- სკოლაში ახალი და საინტერესო content opportunities-ის დამოუკიდებლად აღმოჩენა;
- სკოლის დამატებითი წრეებისა და კლუბების ცნობადობისა და პოპულარიზაციის მიზნით, შესაბამის საკომუნიკაციო და ვიზუალური კონტენტის შექმნა;
- სკოლის მასშტაბურ ღონისძიებებში, პროექტებსა და აქტივობებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლების სფეროში ან სხვა ბრენდისთვის კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- TikTok/Instagram-ზე ბრენდის ზრდის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- basic copywriting-ის უნარები;
- Meta Business Suite-ის ცოდნა;
- basic analytics-ის ცოდნა;
- ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის გამოცდილება;
- paid social advertising-ის საბაზისო ცოდნა.
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
- CV (რეზიუმე) გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
- პროფესიული საცდელი დავალება;