ტენდერების სპეციალისტი- ბათუმი
კომპანია "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ტენდერების სპეციალისტის პოზიციაზე.
- ლოკაცია: ბათუმი
- სამუშაოს გრაფიკი: სრული
- დასვენების დღეები: კვირაში ორი დღე
- ანაზღაურება: (შეთანხმებით)
ძირითადი მოვალეობები:
- სახელმწიფო და კერძო შესყიდვების პორტალების ყოველდღიური მონიტორინგი.
- სატენდერო დოკუმენტაციისა და ტექნიკური დავალების დეტალური ანალიზი.
- სატენდერო წინადადებების მომზადება, ატვირთვა და პროცესის სრული მართვა.
- საჭირო დოკუმენტაციის (ცნობები, ავტორიზაციები, რეკომენდაციები და ა.შ.) დროული მომზადება და გამოთხოვა შესაბამისი უწყებებიდან.
- ტენდერში გამარჯვების შემდგომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ასახვა და კოორდინაცია.
- სატენდერო კომისიასთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში პრეტენზიების/საჩივრების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით).
- სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემასთან (procurement.gov.ge) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
- "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა.
- საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.