ტენდერების სპეციალისტი — კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი — ლოგო
კონტაქტჰოუმი

ტენდერების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მიზანსწრაფულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებულ მონაწილეობას სახელმწიფო და კერძო შესყიდვებში.

პოზიცია: ტენდერების სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემისა და სხვადასხვა კერძო პლატფორმების ყოველდღიური მონიტორინგი;
** კომპანიის პროფილის შესაბამისი (საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონიკა და სხვ.) აქტუალური ტენდერების მოძიება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეპორტინგი;
** სატენდერო მოთხოვნების შესწავლა, შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მომზადება და სისტემაში ატვირთვა;
** შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია ფასწარმოქმნისა და მარაგების ხელმისაწვდომობის დასაზუსტებლად;
** გამარჯვებული ტენდერების შემდგომი ადმინისტრირება — ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან იურიდიული მიმართულებით);
** ტენდერების/სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ელექტრონული პლატფორმის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალების მიმართ მაქსიმალური ყურადღება და დედლაინების მკაცრი დაცვის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ჟ.შარტავას #33;
** გრაფიკი: 10:00-19:00, შაბათი და კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე) + ბონუსი
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე:

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ტენდერების სპეციალისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ