ტენდერების სპეციალისტი — Control - R

Control - R

ტენდერების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Control - R" რომლის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროში გამოცხადებული სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიებას, ანალიზს, მათში მონაწილეობის ორგანიზებასა და სატენდერო პროცესების სრულ ადმინისტრირებას, აცხადებს ვაკანსიას ტენდერების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00- საათამდე;
  • სამუშაო ადგილი: გლდანი, რამაზ შენგელიას ქ. N7;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

პოზიციის მიზანი:

ტენდერებთან დაკავშირებული პროცესების სრული ადმინისტრირება და კოორდინაცია — შესაბამისი ტენდერების მოძიებიდან და შეფასებიდან, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ჩათვლით, ტენდერში მონაწილეობის პროცესის მართვა და გამარჯვების შემთხვევაში საქმის შესაბამის მიმართულებაზე/პასუხისმგებელ პირზე სრულად გადაბარება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სახელმწიფო და კერძო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი ტენდერების მოძიება და რეგულარული მონიტორინგი;
  • ტენდერების პირობების, ტექნიკური დავალებების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა;
  • ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის განსაზღვრა, შეგროვება და მომზადების პროცესის კოორდინაცია;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
  • სატენდერო განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და წარდგენა;
  • ტენდერის მიმდინარეობის კონტროლი და ვადების მონიტორინგი;
  • სატენდერო პროცედურის ფარგლებში დამატებითი მოთხოვნების, დაზუსტებებისა და კორესპონდენციის მართვა;
  • ტენდერში მონაწილეობის სრული პროცესის კოორდინაცია შედეგის დადგომამდე;
  • გამარჯვების შემთხვევაში, ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულად მოწესრიგება და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე/განყოფილებაზე გადაბარება;
  • ტენდერებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სისტემატიზაცია და არქივირება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ტენდერების/სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და ადმინისტრირების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული;
  • სწრაფად ადაპტირებადი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.