ტექნიკური დირექტორის ასისტენტი
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ:
როგორც ტექნიკური დირექტორის ასისტენტი, თქვენი მთავარი როლი იქნება ტექნიკური დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში დახმარება ადმინისტრაციული საკითხების მართვის, სხვადასხვა დავალებების კოორდინაციის, საოპერაციო მხარდაჭერისა და ბიზნეს პროცესების შესრულების ხელშეწყობის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და შემდგომი კონტროლის უნარი;
- რამდენიმე დავალების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობა;
- ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პრაქტიკული დავალებებისა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების შესრულების მზადყოფნა;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკურ დირექტორთან უშუალო თანამშრომლობა ყოველდღიურ საოპერაციო საკითხებზე;
- შეხვედრების, განრიგის, კოორდინაციისა და შემდგომი კომუნიკაციის ორგანიზება;
- ადმინისტრაციული და ოპერაციული დავალებების შესრულება.
- გუნდის წევრებთან კომუნიკაცია და შესრულების კონტროლი;
ანაზღაურება - 1500 ლარი
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.