ტექნიკურ მენეჯერი/ტექნიკური სამსახურის უფროსი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" ეძებს, წარმოებაში გამოცდილ ტექნიკურ მენეჯერს/ტექნიკური სამსახურის უფროსს.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 9:00-18:00
ექვემდებარება: დეპარტამენტის ხელმძღვანელს
დაქვემდებარებულები: 12 ტექნიკური სამსახურის სპეციალისტები
ლოკაცია: თბილისი
პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:
- წარმოებების მასშტაბით ყოველდღიური შემოვლების წარმოება
- წარმოებაში გამოვლენილი ხარვეზების/შეფერხებების შესახებ დაქვემდებარებულების ინფორმირება და შეკეთების უზრუნველყოფა
- სარემონტო პროცესის სისწორის მონიტორინგი
- დანადგარების მდგომარეობის შესწავლა, განსაზღვრა დატვირთვის შესაძლებლობის და რეკომენდაციების გაცემა
- დანადგარების საავარიო მდგომარეობის მიხედვით მუშაობის გაგრძელება/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
- დანადგარების და ინვენტარის სარემონტო/საექსპლუატაციო პროცესის პრინციპის განსაზღვრა და მონიტორინგი
- დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლის და დაზიანების შემთხვევაში, საჭირო/შესაცვლელი ნაწილების სახეობების და რაოდენობის განსაზღვრა შესყიდვის მიზნით
- ტექნიკური მასალებისა და დანადგარების ნაწილების შესაბამისი მომწოდებლების განსაზღვრა ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე
- უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადგილობრივ მომწოდებელთან პირადად დაკავშირება, მოლაპარაკების წარმოება, პირობების შეთანხმება და ტექნიკური დავალების მომზადება
- უცხოურ ბაზარზე შესასყიდი მასალებისა თუ ნაწილების პარამეტრების განსაზღვრა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის ინფორმირება შესყიდვის განსახორციელებლად
- საწარმოო სპეციფიკიდან გამომდინარე დანადგარის მოცულობის, დატვირთვისა და თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლების საჭიროების განსაზღვრა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
- ახალი დანადგარის დანერგვის პროცესის მართვა და დაქვემდებარებული გუნდისთვის მუშაობის დანადგართან მუშაობის პრინციპის სწავლება
- სიახლეების მოდიფიცირებაში ჩართულობა, ცვლილებების დანერგვა და დაქვემდებარებულების დროული ინფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება 3 წლიანი, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
- Microsoft Office (Word - საშუალოდ, Excel - კარგად)
ენები: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- გუნდის მართვის უნარი
- ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი
- სწრაფი ადაპტაციის უნარი
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი