გენერალური დირექტორის ასისტენტი
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ:
როგორც გენერალური დირექტორის ასისტენტი, თქვენი მთავარი როლი იქნება CEO-ს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში დახმარება ადმინისტრაციული საკითხების მართვის, სხვადასხვა დავალებების კოორდინაციის, საოპერაციო მხარდაჭერისა და ბიზნეს პროცესების შესრულების ხელშეწყობის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და შემდგომი კონტროლის უნარი;
- რამდენიმე დავალების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობა;
- ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პრაქტიკული დავალებებისა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების შესრულების მზადყოფნა;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი მოვალეობები:
- CEO-სთან უშუალო თანამშრომლობა ყოველდღიურ საოპერაციო საკითხებზე;
- შეხვედრების, განრიგის, კოორდინაციისა და შემდგომი კომუნიკაციის ორგანიზება;
- ადმინისტრაციული და ოპერაციული დავალებების შესრულება.
- გუნდის წევრებთან კომუნიკაცია და შესრულების კონტროლი;
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.