სტაჟირება ლოგისტიკის დეპარტამენტში
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, სპეც ტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია წარმოადგენს.
კომპანია "ჯეოტექნიკსი" აცხადებს სტაჟირებას ლოგისტიკის დეპარტამენტში, სტაჟირება ანაზღაურებადია. სტაჟირების შემდგომ კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებას.
ლოკაცია: თბილისი; ა. ბელიაშვილის N142
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
საკითხები, რომელშიც ჩართული იქნება სტაჟიორი:
- სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
- შემოსული შეკვეთების კოორდინირება, სწორი გადანაწილება და შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის უზრუნველყოფა;
- დღის განმავლობაში შემუშავებული მარშრუტის GPS კონტროლი;
- გაწეული მომსახურების შესაბამისი ინვოისების მომზადებაში ჩართულობა