ოფის მენეჯერი
Infinity Ventures Holding (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.
ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
- Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
- Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
- Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
- Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობები:
- სატელეფონო და მეილების შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
- შეხვედრების ოთახის რეზერვაციის უზრუნველყოფა;
- სტუმრების მიღება და მითინგრუმის მოწესრიგება;
- საკანცელარიო შეკვეთების გაკეთება ყველა კომპანიისთვის ცალ ცალკე (თვეში ერთხელ ან ორჯერ);
- ოფისში სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრის უზრუნველყოფა (სამეურნეო დეპარტამენტის დახმარებით);
- ტაქსის გამოძახების უზრუნველყოფა და რეპორტინგი;
- საპარკინგე სივრცესთან დაკავშირებით განახლებები;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გადაცემა თანამშრომლებზე და მისი აღრიცხვა - ადმინისტრაციულ მენეჯერთან შეთანხმებით;
- კორპორაციული ნომრების შეძენა / გადაცემა თანამშრომლებისთვის, მისი აღრიცხვა;
- სამეურნეო მასალების აღრიცხვა და შეკვეთის ორგანიზება;
- საოფისე ინვენტარისა და მატერიალური რესურსების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
- ჩარიცხვების მონიტორინგი;
- დოკუმენტების სკანირება და დაარქივება;
- კორპორაციული ნომრების მართვა/თანხის ჩარიცხვების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Outlook);
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1, მ. მაჭავარიანის N65