ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით — შპს RS LINE

შპს RS LINE

ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით

₾1500 - 2300 ლარი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით - თბილისი

შპს RS LINE 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • ATM და საბანკო მოწყობილობების (ფულის სათვლელი, მასორტირებელი) ინსტალაცია, კონფიგურაცია და სერვისი სხვადასხვა ადგილას.
  • მოწყობილობის სწორად დაკავშირება ქსელებთან
  • აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობა,ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება).
  • რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება
  • ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების მოსაგვარებლად.
  • სწრაფად რეაგირება სერვისის მოთხოვნებზე და შეკეთების ჩატარება შეთანხმებულ დროში.
  • უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან.
  • სისტემებზე პროგრამული განახლებები.
  • სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაში მათ შორის შეკეთების ისტორია და ჩანაცვლებული ნაწილები, სისტემების სტატუსების განახლება.
  • სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილების და ინვენტარის გაკეთება პერიოდულად.

მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა , უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • აპარატურული საფუძლების ცოდნა.
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნას;
  • ქსელების საფუძლების ცოდნას (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნას;
  • განათლებას ტექნიკური ან IT მიმართულებით;
  • ინგლისური რუსული ენების ცოდნა

გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 2300 ლარი;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი), საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტოსურათით

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ