IT მენეჯერი- ბათუმი
ITMT — IT აუთსორსინგის კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბიზნესებს სთავაზობს თანამედროვე, საიმედო და პროფესიონალურ IT სერვისებს, რომლებიც ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას ბიზნესის ეფექტიანობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტად აქცევს.
პოზიცია: IT მენეჯერი
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- სამუშაო ადგილი: სასტუმრო
- ლოკაცია: ბათუმი
პოზიციის მიზანი:
IT მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს IT ინფრასტრუქტურის, სისტემებისა და მოწყობილობების გამართულ, უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ასევე თანამშრომლებისთვის მაღალი ხარისხის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ქსელის, Wi-Fi-ს, სერვერებისა და IT ინფრასტრუქტურის მართვა;
- PMS, POS და სხვა საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა;
- თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა და IT პრობლემების დროული აღმოფხვრა;
- კომპიუტერული ტექნიკისა და IT აქტივების მართვა;
- მომხმარებელთა წვდომებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლი;
- მონაცემთა სარეზერვო ასლებისა და სისტემების განახლებების მართვა;
- გარე IT მომწოდებლებთან თანამშრომლობა;
- ახალი ტექნოლოგიებისა და IT გადაწყვეტილებების დანერგვაში მონაწილეობა;
- IT დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქსელების, Wi-Fi-ს, TCP/IP-ისა და Windows სისტემების ცოდნა;
- Microsoft 365-ის ცოდნა;
- ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- PMS/POS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებულობა.