სტაჟირების კონკურსი - კიბერრისკის ზედამხედველობა
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტში
დეპარტამენტი: სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტი
განყოფილება: კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილება
პოზიცია: სტაჟიორი
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. ბოლო წლებში მსოფლიოს საფინანსო სექტორში ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კიბერ რისკები სახელდება. სებ-ის კიბერ რისკის ზედამხედველობის განყოფილება დებულებით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს საზედამხედველო სუბიექტების (კომერციული ბანკების, ციფრული ბანკების, მიკრობანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების) კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებასა და შესაბამისი რისკ-ფაქტორების გამოვლენას.
სტაჟირების შესახებ: კიბერ რისკის ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები
სტაჟიორები გაეცნობიან ეროვნული ბანკის როლს როგორც ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე საფინანსო სექტორთან მიმართებაში სებ-ის მანდატის შესახებ. ამას გარდა, შეისწავლიან საზედამხედველო სუბიექტებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვა
სტაჟიორები შეისწავლიან უსაფრთხოების რისკების მართვის საკვანძო საკითხებს, რელევანტური კრიტერიუმების გაანალიზებასა და შეფასებას მოდელირებული ქეისების მაგალითებზე. ასევე, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ანგარიშების წარმოების და დოკუმენტირების მიმართულებით.
- ინციდენტების განხილვა
სტაჟიორები გაეცნობიან კიბერ რისკის ზედამხედველობის პროცესში გამოყენებულ ინციდენტებზე რეპორტინგის ინსტრუმენტებს, ექნებათ შესაძლებლობა მოდელირებული ინციდენტების განხილვაში მიიღონ მონაწილეობა და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტირებული ანგარიში. ასევე, განსაზღვრონ დამატებითი საზედამხედველო ზომების საჭიროება.
- უსაფრთხოების ტექნიკები
სტაჟიორები გაეცნობიან ქსელის უსაფრთხოების, მონაცემთა და სისტემების ბაზების ადმინისტრირების უსაფრთხოების, მონაცემთა გაჟონვის პრევენციის, სისტემებისა და ქსელების კონფიგურაციის, ცვლილებების მართვის, წვდომის უფლებების უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებს.
- საზედამხედველო სუბიექტის ადგილზე შემოწმება
სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თუ როგორ ხდება საზედამხედველო სუბიექტის შემოწმების ორგანიზება.
სებ-ის სამუშაო პროცესზე დაკვირვებითა და მასში უშუალო მონაწილეობით სტაჟიორები განივითარებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ესაჭიროებათ სებ-ის კიბერ რისკის ზედამხედველობის სპეციალისტებს, მათ შორის:
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და კრიტერიუმების რელევანტურად ინტერპრეტირების უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული ანალიზისა და რეპორტინგის წარმოების უნარები;
- მაღალი სტანდარტის წერითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს საბაზისო ცოდნას ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესახებ;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს საოფისე პროგრამების კარგ ცოდნას;
- ინგლისური ენა - B2.
კომპეტენციებისა და უნარები:
- კრიტიკული აზროვნება;
- განსხვავებული ტიპის დავალებების სწრაფად შესრულების უნარი (Multitasking);
- კომუნიკაციისა და წერის უნარები.
სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
- პირველი ეტაპი: განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
- მეორე ეტაპი: წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;
წერითი დავალების თემატიკა:
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები;
- https://www.matsne.gov.ge/document/view/4515476?publication=0
- https://www.matsne.gov.ge/document/view/1679424?publication=7
- https://www.matsne.gov.ge/document/view/5840866?publication=0
- https://www.matsne.gov.ge/document/view/5451970?publication=0
- https://www.matsne.gov.ge/document/view/5836806?publication=0
- კიბერინციდენტი და მასზე რეაგირების პრინციპები;
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის სასიცოცხლო ციკლი.
მესამე ეტაპი:
- გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
- ერთი ელექტრონული ფოტო.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.