ტურისტული პლატფორმის ადმინისტრატორი — კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი — ლოგო
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი პრემიუმი

ტურისტული პლატფორმის ადმინისტრატორი

₾შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“ — CTH აცხადებს ვაკანსიას ტურისტული პლატფორმის ადმინისტრატორის (Juniper Travel Technology) პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე.

მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები:

  • GASA — გამყვანი ტურიზმის მიმართულებით, რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და საქართველოში ისეთი კომპანიების ოფიციალური სავაჭრო აგენტია, როგორებიცაა Pegasus Airlines და Air Arabia.
  • GDM — საერთაშორისო ტურ-ოპერატორი საქართველოში.

პოზიციის აღწერა

პოზიციის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმის — Juniper Travel Technology-ს სიღრმისეული შესწავლა და მისი ადმინისტრირება.

პოზიცია ითვალისწინებს პლატფორმის სისტემურ კონფიგურაციას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სისტემური სწავლება და ადმინისტრირება — Juniper-ის სასწავლო მასალების (ვიდეო-ლექციები, ტექნიკური დოკუმენტაცია) დამოუკიდებლად ათვისება, პლატფორმის პარამეტრების მართვა და საიტის ტექნიკური მხარდაჭერა.
  • გუნდის მხარდაჭერა და ტრენინგი — თანამშრომლებისთვის სისტემებისა და ახალი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების სწავლებაში დახმარება; ტექნიკური კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
  • ინოვაციები და ავტომატიზაცია — ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ავტომატიზაციის ახალი შესაძლებლობების მუდმივი მოძიება და მენეჯმენტისთვის შეთავაზება პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • კომუნიკაცია პროექტის მენეჯერთან — რეგულარული ანგარიშგება და მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის მენეჯერთან მიმდინარე ამოცანების, სისტემური სტატუსისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.
  • კომუნიკაცია მომწოდებელთან — Juniper-ის გლობალურ მხარდაჭერის გუნდთან მიმოწერა ინგლისურ ენაზე ტექნიკური საკითხებისა და ხარვეზების გადაჭრის მიზნით.
  • ტესტირება — ახალი ფუნქციონალებისა და ინტეგრაციების (API) ტესტირების პროცესში მონაწილეობა და შედეგების დოკუმენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება — უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი IT-ის, კომპიუტერული მეცნიერებების ან ბიზნეს-ტექნოლოგიების მიმართულებით.
  • ტექნიკური უნარები — საბაზისო წარმოდგენა ვებ-სისტემებისა და ციფრული ხელსაწყოების შესახებ.
  • ინტერესი AI ინსტრუმენტებისა და ავტომატიზაციის მიმართ.
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00

სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14, D ბლოკი, Stamba-ს ტერიტორიაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ