Tech გაყიდვები
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას Tech Sales პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - კომერციული მიმართულების დირექტორი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებითი სარგებელი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass (კორპ. პირობებით)
- ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
- კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტების გაყიდვა B2B სეგმენტში;
- დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, ტექნიკური საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტების შეთავაზება;
- შეთავაზებების (Proposal) და კომერციული წინადადებების მომზადება;
- კლიენტის ონბორდინგის პროცესის მართვა (მათ შორის, სხვა დეპარტამენტების ჩართულობის უზრუნველყოფა);
- არსებული კლიენტების მართვა და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
- Upsell და Cross sell შეთავაზებების განხორციელება;
- პარტნიორებთან და ვენდორებთან კომუნიკაცია;
- პოზიციასა და კომპეტენციებთან რელევანტური სხვა დავალებების შესრულება;
- CRM/Sales Pipeline მენეჯმენტი და ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან IT მიმართულებით;
- B2B გაყიდვების გამოცდილება IT sales / Tech sales მიმართულებით (მაგ: Cloud/IT ინფრასტრუქტურის, SaaS ან Enterprise Software)
- იგივე ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
- IT ან CyberSecurity საბაზისო ცოდნა აუცილებელია გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით;
- აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
- Excel - რეპორტინგისთვის საჭირო ცოდნა.
უნარები/შესაძლებლობები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიზის უნარი;
- გუნდში მუშაობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული.
პიროვნული მახასიათებლები:
- ინიციატივიანი;
- დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული;
- სიახლეებისადმი მზადმყოფნი.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.