თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტი — კომპანია

კომპანია

თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30
  • შაბათი: ცვლადი (თვეში 2 შაბათი: 10:00 - 14:00)

ანაზღაურება: 1500 ლარი

სამუშაო აღწერილობა:

  • რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა
  • თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სამუშაო აღწერილობის შექმნა/ განახლება.
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (Onboarding) პროცესის მართვა.
  • გასვლითი ინტერვიუების (Exit Interview) ჩატარება და გადინების მიზეზების ანალიზი.
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისთვის შესაბამისი რეპორტების წარმოება.
  • ორგანიზაციული კვლევების ჩატარება/პროცესში ჩართულობა
  • Self.hr პროგრამაში მუშაობა
  • HR პროცესების გაუმჯობესებასა და კომპანიის შიდა ორგანიზაციული პროცესების განვითარებაში მონაწილეობა;
  • დაკავებული პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში დამსაქმებლისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული ყველა სხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რეკრუტინგის / HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კანდიდატების მოძიების სხვადასხვა არხების ცოდნა (LinkedIn, სოციალური ქსელები, სპეციალიზებული პორტალები);
  • გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 სექტემბერი

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს კომპანიის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

გისურვებთ წარმატებას!