თანამედროვე ვაჭრობის პრისეილერი/მონდელიზი — მეგაკო

მეგაკო

თანამედროვე ვაჭრობის პრისეილერი/მონდელიზი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას თანამედროვე ვაჭრობის პრისეილერის/მონდელიზის პოზიციაზე.

შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით საქმიანობს 1996 წლიდან.

კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან და ახორციელებს ისეთი პროდუქციის დისტრიბუციას, როგორიცაა Milka, Alpen Gold, OREO, TUC, Barni, Dirol, Jacobs, Carte Noire და სხვა.

კომპანიის ძირითადი ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

მოთხოვნები:

  • სავაჭრო აგენტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • საკუთარი ავტომობილი;
  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
  • სამუშაო დრო: 8-საათიანი სამუშაო დღე, შესვენებით;
  • ანაზღაურება ხელზე ასაღები 2000 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ოფიციალურ დასაქმებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • შესაბამის ინსტრუქტაჟსა და სამუშაო პროცესში მხარდაჭერას.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ თანახმაა, შპს მეგაკომ კანდიდატის შერჩევისა და შესაძლო დასაქმების მიზნით დაამუშაოს მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევისა და დასაქმების პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.