სუპერვაიზერი
შპს " სალო " აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით. შპს "სალოს" პროდუქცია წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიას (ჭურჭლის სარეცხი ჟელე, თხევადი საპონი და ა.შ). მოთხოვნები: ** მართვის კატეგორია - B; ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ქიმიის სფეროში; ** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი; ** დარწმუნების უნარი; ** სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** სქესი: მდედრობითი, მამრობითი; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება ქსელურ მაღაზიებთან; მოვალეობები: ** გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი; ** გუნდის მუშაობის კონტროლი (6 პრისეილერი), შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა; ** გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი; ** პრისეილერების კონტროლი და დახმარება საჭირო სიტუაციებში; ** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება; ** პროდუქციის სახეობების მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა; ** ახალი პროდუქციის მაღაზიებში წარდგენა; ** დებიტორული დავალიანების კონტროლი; ** მასზე ზემდგომი ადამიანების დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარე; ** ენერგიული; ** დისციპლინირებული; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კომუნიკაბელური; ** პუნქტუალური; უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ამ სფეროში გამოცდილებით. ანაზღაურება: 2000 + ბონუსი (ბონუსი დამოკიდებულია ნავაჭრზე, საშუალოდ +500-დან 2000 ლარამდე). სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. მისამართი: ლილოს დასახლება