სავაჭრო წარმომადგენელი-პრისელერი
შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის-პრისელერის პოზიციაზე, როგორც რეგიონის, ასევე რუსთავის ქსელზე. იგულისხმება: კახეთი, გორი, ხაშური, ახალციხე, რუსთავი, მარნეული/ბოლნისი. შპს "სალოს" პროდუქცია წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიას (ჭურჭლის სარეცხი ჟელე, თხევადი საპონი და ა.შ.). პრისელერის მთავარი ამოცანა იქნება მაღაზიებისთვის აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება და გასაღება.
მოთხოვნები:
- მართვის კატეგორია - B
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება აღნიშნულ ქსელზე
- გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი
- დარწმუნების უნარი
- სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- სასურველია თბილისის ცოდნა
- სქესი: მდედრობითი, მამრობითი
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ქსელურ მაღაზიებთან
მოვალეობები:
- არსებული მომხმარებელთა ბაზის განვითარება-გაფართოება
- ნაშთების კონტროლი და პროდუქციის დროული მიწოდების ორგანიზება
- ბაზარზე სიტუაციის მონიტორინგი და ანალიზი
- კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა - დაკმაყოფილება
- კონკურენტების ანალიზი
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე
- ენერგიული
- დისციპლინირებული
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომუნიკაბელური
- პუნქტუალური
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ამ სფეროში გამოცდილებით.
ანაზღაურება: კონკურენტული
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
მისამართი: დიდი ლილო, ერეკლე მეორეს N89