სტრატეგიული სამსახურის სპეციალისტი - სტაჟიორი- ქუთაისი
შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას. "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას სტრატეგიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. ** განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი ** თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ ** ადგილების რაოდენობა: 1 ** სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , წერეთლის N13 ძირითადი მოვალეობები: ** უნივერსიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესებში სამსახურის ხელმძღვანელის მხარდაჭერა, შეხვედრებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების წარმართვა; ** ყოველკვარტლური მონიტორინგის განხორციელების პროცესში სამსახურის უფროსისთვის დახმარების აღმოჩენა; ** სტრუქტურული ერთეულებისგან შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა; ** ანალიტიკური დასკვნის მომზადების პროცესში სამსახურის ხელმძღვანელის მხარდაჭერა; ** საერთაშორისო კვლევით პროექტებზე მუშაობაში მხარდაჭერა; ** სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. სტრუქტურული ერთეული: სტრატეგიული განვითარების სამსახური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება — ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** MS Office (Word — ძალიან კარგი, Excel — კარგი, PPT — ძალიან კარგი); ** ინგლისური ენა - B1/B2 დონე (მეტყველება, წერა). ვაკანსიის დეტალები: ** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 21 მაისს და დასრულდება 15 ივნისს; ** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა; ** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან;