შესყიდვების მენეჯერი — პილარ ქონსთრაქშენი

პილარ ქონსთრაქშენი — ლოგო
პილარ ქონსთრაქშენი

შესყიდვების მენეჯერი

₾5000.0 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას.

"პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (Procurement Manager) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბ

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: 4,000 - 5,000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო პროექტისთვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და მომსახურებების შესყიდვების პროცესის მართვა
  • ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და შეფასება
  • კომერციული შეთავაზებების მიღება, შედარება და ანალიზი
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასების, ტექნიკური პირობებისა და მიწოდების ვადების შესახებ
  • შესყიდვების გეგმისა და მიწოდების ვადების კონტროლი პროექტის საჭიროებების შესაბამისად
  • შეკვეთების დროული მიწოდებისა და მომწოდებლების ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და აღრიცხვა
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ფასების ანალიზი და ოპტიმალური შესყიდვების უზრუნველყოფა
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია პროექტის საჭიროებების ეფექტურად დასაკმაყოფილებლად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
  • სამშენებლო მასალებისა და მომწოდებლების ბაზრის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი