მაღაზიის მენეჯერი- ხაშური — ჯიბე cash & carry

ჯიბე cash & carry

მაღაზიის მენეჯერი- ხაშური

₾1400.0 იწურება ხაშური · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ხაშურის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: ხაშური, ბორჯომის ქუჩა N50ა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00 საათამდე, შაბათს - 09:00-დან 14:00-საათამდე

ანაზღაურება - 1400₾ (გამოსაცდელ პერიოდში I თვე - 1200₾, II თვე - 1300₾, მესამე თვიდან - 100₾)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით.
  • სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
  • მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის კვარტლური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი;
  • პროდუქციის შეკვეთა - საჭიროების შემთხვევაში;
  • შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
  • პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი, ან მსგავსი)