სექციის მენეჯერი (ელექტროობა) — ნოვა

ნოვა — ლოგო
ნოვა
HR აქტიურია

სექციის მენეჯერი (ელექტროობა)

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სექციის მენეჯერი (ელექტროობა)

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისი.

სამუშაოს აღწერა:

  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება (მათ შორის მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მხრიდან);
  • ბაზრის მონიტორინგი (კატეგორიის მიხედვით) და კონკურენტების კვლევა (ასორტიმენტი, ფასი და ა.შ.);
  • სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა;
  • ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
  • საგამოფენო დარბაზში სივრცის სწორად ორგანიზება;
  • ახალი პროდუქციის მიღების, განლაგების, გაცემის ორგანიზება და ვარგისიანობის კონტროლი;
  • გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მზაობა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);