სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი
IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.
შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ.
კომპანია გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი - 09:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება, ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
- გაყიდვებისა და პროექტების განვითარების სტრატეგიის/ბიუჯეტის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- მიმდინარე პორტფელის მართვა;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება;
- კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და სტრატეგიული თანამშრომლობების განვითარება;
- პროექტების ფარგლებში კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების მომზადება და კონტრაქტების მართვა;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული რელევანტური დავალებების შესრულება;
- მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
- MS Office, 1C და Bitrix სისტემების ცოდნა;
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა