სტომატოლოგიური პროდუქტების გაყიდვების წარმომადგენელი — დმ ჯორჯია

დმ ჯორჯია

სტომატოლოგიური პროდუქტების გაყიდვების წარმომადგენელი

₾2000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სტომატოლოგიური მასალების რეალიზატორი კომპანია - შპს „დმ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური პროდუქტების გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა მოძიება;
  • კლიენტებისთვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაცია;
  • კლიენტისთვის შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა;
  • შემოსული შეკვეთების დამუშავება;
  • კლიენტებთან დაკავშირება შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით;
  • შეკვეთების საკურიერო სამსახურში გადაგზავნა;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

  • სასურველია სამედიცინო განათლება და გამოცდილება (განიხილება ექიმი, ფარმაცევტი, ექთანი, სტომატოლოგის თანაშემწე, ფარმაცევტ-კონსულტატი)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალობა და დისციპლინა;
  • სწრაფი ანალიზის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშობის უნარი;
  • ინიციატიურობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე/გაყიდვებზე ორიენტირება;
  • ენების ცოდნა (ქართული, ინგლისური, რუსული)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00, შაბათი 10:00-15:00

ანაზღაურება: 1 თვე გამოსაცდელი ვადა - ანაზღაურება შეთანხმებით.
მუდმივ შტატში: 2000 ლ + ბონუსი