სტიუარდინგის ჯგუფის წევრი — ფუდ მენეჯმენტ გრუპი

ფუდ მენეჯმენტ გრუპი — ლოგო
ფუდ მენეჯმენტ გრუპი

სტიუარდინგის ჯგუფის წევრი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Food Management Group 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. კომპანია მოიცავს კორპორატიული კვების, ფურშეტებისა და ქეითერინგის მიმართულებებს და დღეისთვის საქართველოს ბაზარზე კვების მენეჯმენტის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია.

კომპანია აერთიანებს 100-ზე მეტ თანამშრომელს. მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა გუნდის წყალობით, "Food Management Group" ყოველწლიურად ვითარდება და ამკვიდრებს ქეითერინგის მაღალ სტანდარტებს.

"Food Management Group" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდინგის ჯგუფის წევრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოს ტერიტორიის დალაგება და დასუფთავება;
  • სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა და მოვლა-პატრონობა;
  • კომპანიაში დანერგილი სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის წესების/სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
  • საწარმოო ნარჩენების მართვა;
  • ჭურჭლის რეცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • ანაზღაურება: 1500;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი;
  • უფასო კვება.