სტიუარდი — IDEA Collection by GINO HOTTELS

samushao.ge
IDEA Collection by GINO HOTTELS — ლოგო
IDEA Collection by GINO HOTTELS

სტიუარდი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების რეცხვა;
  • სამზარეულოსა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
  • ნარჩენების გატანა და სწორად განთავსება;
  • ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • სუფთა ჭურჭლის სწორად დალაგება და შენახვა;
  • სამზარეულოს პერსონალის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და სისწრაფე მუშაობაში;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა.

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ანაზღაურება 1200 ლარი (NET).