სტერილიზაციის მედდა- ფოთი — საქართველოს კლინიკები

საქართველოს კლინიკები

სტერილიზაციის მედდა- ფოთი

შეთანხმებით ახალი ფოთი · ადგილზე სრული განაკვეთი

"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის მედდის პოზიციაზე ფოთის ჰოსპიტალში.

სამუშოს ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, გურიის ქ. №171

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8 საათიანი განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  1. სამედიცინო დაწესებულების მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება;
  2. ხარჯთაღრიცხვის წარმოება დადგენილი პროცედურის მიხედვით: თავის სამუშაო საათებში გაწეული ხარჯის სწორად დაფიქსირება;
  3. სამედიცინო იარაღების დეზინფექცია და სტერილიზაცია;
  4. საოპერაციო შემოფარგვლებისა და ნაჭრების კომპლექტაცია;
  5. ავტოკლავის, ცხელი მშრალი კარადისა და სხვა სასტერილიზაციო დანადგარების სწორი მოხმარება;
  6. სტერილიზაციის პროცესის დროს ბიოლოგიური და ქიმიური ინდიკატორების სწორი გამოყენება;
  7. სამედიცინო სახარჯი მასალის, ინვენტარისა და აპარატურისა სწორი მოხმარება/მოვლა;
  8. ინფექციის კონტროლის საკითხების პრევენცია (ასეპტიკა-ანტისეპტიკის პრინციპების დაცვა);
  9. ხელსაწყო-ინსტრუმენტის ან აპარატურის დაზიანების შემთხვევაში კლინიკის მთავარი ექთნის, ინჟინრის და ეპიდემიოლოგის დროული ინფორმირება;
  10. ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ კონფერენციებზე, მეცადინეობებზე დასწრება; მედდების უწყვეტი სამედიცინო განათლების გეგმის მიხედვით სწავლებებში მონაწილეობა;
  11. შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
  12. უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროებისას სხვადასხვა საექთნო სერვისების გადაფარვა;

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება;
  • გამართული ქართულით წერა და მეტყველება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 05 ივლისი, 2026

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ