სტაჟირება სამოქალაქო საქმის მიმართულებით
შპს "პარტნიორები" - თქვენი პარტნიორი იურისტი!
კომპანია აცხადებას 6 თვიან სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით - სამოქალაქო საქმის მიმართულებით.
გრაფიკი:
- კვირაში 3 (სამი) დღე ოფისიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი) - 11:00-დან 17:00 საათამდე;
- ორშაბათი და პარასკევი დღე სამუშაო პროცესში ჩართულობა დაახლოებით 1, 2 საათი შეიძლება იყოს საჭირო. (პროცესიდან ან/და სხვა საქმიდან გამომდინარე)
სამუშაოს აღწერილობა რასაც შეისწავლით / განახორციელებთ სტაჟირების პერიოდში
- კომუნიკაციის /მორიგების წარმოება კლიენტთან სასამართლო დავის თავიდან ასაცილებლად
- სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპები : წარმოების დაწყებიდან აღსრულების ჩათვლით
- დაესწრებით მოქმედ იურისტთან ერთად სასამართლო პროცესებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1, 2, 3 ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამართლის მიმართულებით
- Excel - საბაზისო ცოდნა
აუცილებელი უნარები: ყველაზე მთავარი - დეტალებზე ორიენტირებულობა.
სტაჟირების პირობები:
- სტაჟირება არის ანაზღაურების გარეშე.
- ძირითადად გათვლილია სტუდენტებზე ან/და იმ პირებზე ვისაც არ აქვს გამოცდილება და სურვილი აქვს შეისწავლოს სამოქალაქო საქმის წარმოების პროცედურები
- სტაჟირების 6 თვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, კომპანია წარმატებულ სტაჟიორთან გააგრძელებს თანამშრომლობას ისე როგორც უმცროს იურისტთან. (6 თვიან სტაჟირების პერიოდზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი)
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება 20 აპრილიდან.
მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას მე 7 კვარტალი (მეტრო ვაჟა ფშაველასთან).