სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით — Travelfy

Travelfy

სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ტურისტული კომპანია Travelfy აცხადებს 2 თვიან სტაჟირებას კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება და განვითარება.

ძირითადი ფუნქცია:

პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან Cold Call-ების განხორციელება და კომპანიის სერვისების შეთავაზება.

ასევე, სტაჟიორის ფუნქციებში შევა:

  • ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და ბაზის შექმნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება;
  • დაინტერესებული კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • შეხვედრების დაგეგმვა კორპორატიული გაყიდვების გუნდისთვის;
  • განხორციელებული ზარებისა და მიღებული შედეგების აღრიცხვა;
  • პოტენციურ კლიენტებთან Follow-up კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

  • გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების მიმართ ინტერესი;
  • პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • სამუშაო საათებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული გაყიდვების პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • გაყიდვებისა და Cold Calling-ის ტექნიკების შესწავლას;
  • რეალურ ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას; ბიზნეს შეხვედრებისა და ბიზნეს კლიენტებთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვის შესწავლას;
  • წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში - კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.

სამუშაო ფორმატი: ოფისიდან