სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია " Otium Development " აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში . ძირითადი მოვალეობები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია ** ინვოისების, მიღება-ჩაბარებებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვაში მონაწილეობა ** საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების შეყვანა ** ბანკისა და სალაროს ოპერაციების კონტროლში დახმარება ** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის არქივირება ** მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით ** სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის/RS.ge-ის საბაზისო ცოდნა ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** სწავლისა და განვითარების სურვილი ** გუნდური მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიულ განვითარებას გამოცდილი გუნდის გარემოში ** პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ** კარიერული ზრდისა და მომავალში მუდმივი დასაქმების შესაძლებლობას სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. N73 ** ანაზღაურება: შეთანხმებით ** სტაჟირების პერიოდი - 6 თვე