სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში — ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი — ლოგო
ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი

სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე ნახევარი განაკვეთი
"ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები. კომპანია ეძებს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორს.

პოზიცია: სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N122
სამუშაო განაკვეთი: არასრული/გრაფიკი განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე
ანაზღაურება: ანაზღაურებადი (ოდენობა განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე)
ხანგრძლივობა: 6 თვე (წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, განიხილება გუნდში მუდმივ პოზიციაზე დასაქმება)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრძანებების, ხელშეკრულებების, წერილების, მინდობილობების, შიდა ნორმატიული აქტების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების პროექტების მომზადება;
** იურიდიული დეპარტამენტის დოკუმენტაციის ორგანიზება/სისტემატიზაცია და არქივის წარმოება;
** მომსახურების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, დამატებითი შეთანხმებების შედგენა/რევიზია;
** პერიოდული რეპორტის წარმოება უშუალოდ ხელმძღვანელის წინაშე;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობაში ჩართულობა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მიცემული დავალებების შესრულება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;
** ორგანიზაციის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროულად მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (ბაკალავრი) ან ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამოქალაქო, სამეწარმეო და ადმინისტრაციული სამართლის საბაზისო პრინციპების ცოდნა; უპირატესობად ჩაითვლება, სამშენებლო სამართლის საბაზისო პრინციპების ცოდნა.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word და Excel) ფლობა;
** უპირატესობად ჩაითვლება სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენ მოგიძებნით იურიდიულის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა იურიდიულის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ