სპა ცენტრის ზედამხედველი- გუდაური
Gudauri Lodge აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის ზედამხედველის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: გენერალური მენეჯერი
დამატებითი ბენეფიტები:
კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით გუდაურში და ჯანმრთელობის დაზღვევით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სპის მართვა-მონიტორინგი და კონტროლი
- ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების მოგვარება
- სტუმრის მოთხოვნების გათვალისწინების შესაბამისად სწორი გრაფიკის შედგენა
- სატელეფონო ზარების კონტროლი
- გაყიდვების გაზრდის მიზნით ყოველკვირეული რეკომენდაციების შემუშავება
- თანხის მიღება, კონტროლი, ბუღალტერიასთან კომუნიკაცია, შეკვეთების წარმოება
- ყოველდღიური/თვიური ხარჯთაღრიცხვის წიგნაკის წარმოება
- კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სტუმრის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი
- მიიღოს და მოემსახუროს სასტუმროს სპის მომხმარებელს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში
- შეინარჩუნოს სუფთა სამუშაო გარემო
- მიაწოდოს მაქსიმალური, სწორი და ღირებული ინფორმაცია სტუმარს
- გაითვალისწინოს ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები და პროცედურა ჩაატაროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სპა მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ფლობა
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება