სოცმედია გაყიდვების მენეჯერი — PP-Hub

PP-Hub — ლოგო
PP-Hub

სოცმედია გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Social Media Sales Manager (სოცმედია გაყიდვების მენეჯერი).

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #132

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 6 სამუშაო დღე
  • სამუშაო დრო: 9 საათი
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00
  • შაბათს ან კვირას: 11:00-17:00

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მართვა;
  • მომხმარებელთა შეტყობინებებზე ოპერატიული და პროფესიონალური პასუხის გაცემა;
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის განთავსება და აქტიური გაზიარება სხვადასხვა პლატფორმებსა და ჯგუფებში;
  • გაყიდვების პროცესის მართვა ონლაინ არხების საშუალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების ან მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება;
  • სოციალური ქსელების აქტიური გამოყენების გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და გაყიდვებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა (რუსული/ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად).