სომელიე- სიღნაღი — სასტუმრო ბოდბე

სასტუმრო ბოდბე — ლოგო
სასტუმრო ბოდბე

სომელიე- სიღნაღი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სომელიე.

მდებარეობა: სიღნაღი

ჩვენ შესახებ:

სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული. სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროს რესტორნებსა და ბარებში სტუმრებისთვის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შესახებ რეკომენდაციის გაწევა, მათი გემოვნებისა და შეკვეთილი მენიუს შესაბამისად;
  • სტუმრებისთვის მაღალი სტანდარტის სერვისის უზრუნველყოფა და სასმელების, ღვინისა და ვაზის კულტურის შესახებ ინფორმაციის პროფესიონალურად მიწოდება;
  • ღვინისა და სასმელების მენიუს განვითარებაში მონაწილეობის მიღება, ახალი პროდუქტების შეთავაზება და შესაბამისი კომბინაციების შერჩევა;
  • რესტორნისა და ბარის თანამშრომლების ტრენინგებისა და ცოდნის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და სერვისის სტანდარტების მიმართულებით;
  • ღვინის მარაგებისა და სასმელების ინვენტარის კონტროლი, საჭიროებების იდენტიფიცირება და გუნდის შესაბამის წევრებთან კოორდინაცია შეკვეთებისა და მომარაგების პროცესში;
  • სასმელების შენახვის, მოწოდებისა და სერვირების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად;
  • თანამშრომლებთან პროფესიონალური და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება, სამუშაო პროცესში მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება;
  • სტუმრების უკუკავშირის ანალიზი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სასტუმროს სერვისისა და სტუმარმასპინძლობის სტანდარტების შესაბამისად მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.