SMM სპეციალისტი
მარკეტინგული და სოციალური მედიის სააგენტო აცხადებს ვაკანსიას SMM სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიის გვერდების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn);
- კონტენტ-გეგმის შემუშავება და მართვა;
- პოსტებისა და სთორების განთავსება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და საჭიროებების განსაზღვრა;
- სოციალური მედიის ანალიტიკის მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
- მარკეტინგულ გუნდთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
- ქართული ენის გამართული ცოდნა (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- კრეატიული და პასუხისმგებლიანი მიდგომა;
- სოციალური მედიის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიულ გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო პროექტებზე მუშაობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (განიხილება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით).
სამუშაო ადგილი: თბილისი
თუ სოციალური მედია თქვენი სფეროა და გსურთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობა, გელოდებით!