შოურუმის კონსულტანტი
"კოლხი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე (2 ვაკანსია).
მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი 101;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი - 11:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმის ვიზიტორების დახვედრა და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ
- პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების წესების დეტალური წარდგენა
- მომხმარებლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების შეთავაზება
- შეკვეთების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება
- შოურუმში პროდუქციის განლაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
- მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია
- გაყიდვების და შიდა აქტივობების მხარდაჭერა შოურუმის მენეჯერთან ერთად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პოზიტიური დამოკიდებულება
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
- სამშენებლო მასალების ან ინტერიერის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები - უპირატესობა)