გრაფიკული დიზაინერი — სასტუმრო აფიშა

სასტუმრო აფიშა — ლოგო
სასტუმრო აფიშა

გრაფიკული დიზაინერი

შეთანხმებით აქტიური ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახსა და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით. სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროსა და რესტორნებისთვის სოციალური მედიის ვიზუალური კონტენტის (პოსტები, სთორები, ბანერები და სხვა გრაფიკული მასალები) შექმნა
  • სასტუმროს ღონისძიებების, სპეციალური შეთავაზებებისა და კამპანიებისთვის აფიშების, პოსტერებისა და სარეკლამო ვიზუალების დიზაინის მომზადება
  • საბეჭდი მასალების (მენიუ, ფლაერი, ბროშურა, საინფორმაციო და ბრენდირებული მასალები და სხვა) დიზაინის შექმნა
  • საბეჭდი და ციფრული მასალებისთვის ფაილების ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად მომზადება (print-ready / digital-ready formats)
  • პრინტინგ სააგენტოებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია, დიზაინის ფაილების კოორდინაცია და ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი
  • კონტენტ კრეატორთან და/ან მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ვიზუალური კონცეფციების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში
  • ბრენდის ვიზუალური იდენტობის, დიზაინის სტანდარტებისა და ერთიანი ვიზუალური სტილის დაცვა
  • არსებული დიზაინების საჭიროებისამებრ განახლება, ადაპტაცია და რედაქტირება სხვადასხვა პლატფორმისა და ფორმატისთვის
  • ვიზუალური მასალების ხარისხის კონტროლი ბეჭდვამდე და გამოქვეყნებამდე

მოთხოვნები:

  • გრაფიკული დიზაინერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • სოციალური მედიის ვიზუალებზე, სარეკლამო და საბეჭდ მასალებზე მუშაობის გამოცდილება
  • გრაფიკული დიზაინის პროგრამების კარგი ცოდნა (Adobe Photoshop, Illustrator, InDesign, Canva ან სხვა შესაბამისი პროგრამები)
  • საბეჭდი მასალების ტექნიკური სპეციფიკაციების და print-ready ფაილების მომზადების ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • შედეგებზე ორიენტირებულობა
  • გუნდურობა

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვება
  • კორპორატიული ფასდაკლება