კვებისა და სასმელების სერვისის მენეჯერი
არტ ჰაუსი / Art House პოზიცია: კვებისა და სასმელების სერვისის მენეჯერი ლოკაცია: თბილისი, რუსთაველის #7 განაკვეთი: სრული (განრიგი: 5/2) არტ ჰაუსი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და პრემიუმ კლასის გასტრონომიულ მიმართულებებს. ჩვენი გუნდი ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და კრეატიულ კვებისა და სასმელების სერვისის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს არტ ჰაუსში შემავალ 6 გამორჩეულ კვების ობიექტს: ორ რესტორანს, სამ კაფესა და ერთ ლაუნჯს. ძირითადი მოვალეობები: • სერვისის ხარისხის მართვა: ექვსივე აუთლეტში პრემიუმ კლასის მომსახურების სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი; სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. • გუნდის ლიდერობა და მოტივაცია: სერვისის გუნდის (მიმტანები, ბარმენები, სუპერვაიზერები) შერჩევა, მათი მუდმივი პროფესიული ზრდა, სერვისის ტრენინგების ორგანიზება და მოტივაციის ამაღლება. • საოპერაციო პროცესების კოორდინაცია: ობიექტების ყოველდღიური მუშაობის ეფექტური მართვა, დარბაზებს შორის გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა და სტუმრების მიღების პროცესის სრულყოფილი ორგანიზება. • სტუმრებთან ურთიერთობა: დარბაზში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობა, ლოიალური სტუმრების ქსელის გაფართოება და უკუკავშირზე სწრაფი, პროფესიონალური რეაგირება. • სამუშაო გარემოსა და სტანდარტების კონტროლი: ობიექტებზე ვიზუალური წესრიგის, სისუფთავის, სანიტარულ-ჰიგიენური (HACCP) და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნითი დაცვის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • კვებისა და სასმელების მიმართულებით სერვისისა და საოპერაციო მენეჯმენტის მინიმუმ 3-5 წლის გამოცდილება (სასურველია მულტი-აუთლეტური ან პრემიუმ კლასის სასტუმროების/რესტორნების მართვის გამოცდილება). • გუნდის მართვის, ლიდერობის და სერვისის ტრენინგების ჩატარების ძლიერი უნარ-ჩვევები. • სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება, კომუნიკაბელურობა და კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი. • სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა. პიროვნული თვისებები: • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. • შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი. • ესთეტიკის აღქმა და საქმისადმი კრეატიული მიდგომა. რას გთავაზობთ: • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად). • დინამიურ, კრეატიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. • ფასდაკლებებს კომპანიის შიდა აუთლეტებში.