შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი
სწრაფად მზარდი კომპანია " Argos Consulting " აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. გვესაჭიროება ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში განვითარების სურვილის მქონე კანდიდატები, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ჰორეკას სექტორში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 1200 ლარი (მნიშვნელოვანი ზრდის პერსპექტივით გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ) დასაქმებული უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ სასტუმროებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რისკების იდენტიფიკაციასა და მართვას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** MS Office-ის, Word, Excel, Powerpoint სრულყოფილად ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** სასურველია სასტუმროში (ჰორეკას სექტორში) მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია შრომის უსაფრთხოების კუთხით გამოცდილება; ** სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი ან სტუდენტი ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალობით ძირითადი მოვალეობები: ** შრომის უსაფრთხოების საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა; ** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების დოკუმენტაციის წარმოება; ** ობიექტის მენეჯმენტის ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შინაგანაწესების შესაბამისად წარმოების შესახებ; ** ობიექტის მენეჯმენტის მიერ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის სწორედ წარმოების კონტროლი/მონიტორინგი; ** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების შესახებ დოკუმენტაციის წარმოება; ** წარმოებული დოკუმენტაციის დაფაილება, შენახვა, დაარქივება და შენახვისა და განახლების ვადების კონტროლი; ** რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის კონტროლის მიზნით; ** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა; ** რეპორტინგის წარმოება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან.