აპლიკაციის უსაფრთხოების ინჟინერი
eMoney აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციის უსაფრთხოების ინჟინრის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (Part-Time, ჰიბრიდული, შესვენება 1 საათი)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- CI/CD pipeline-ებში უსაფრთხოების კონტროლების ინტეგრაციის მხარდაჭერა;
- აპლიკაციების უსაფრთხოების კონტროლების დანერგვა და გაუმჯობესება Secure SDLC პროცესების ფარგლებში;
- GitLab CI/CD პროცესებში უსაფრთხოების კონტროლებისა და სკანირების ინტეგრაცია;
- GitLab-ისა და SonarQube-ის ინტეგრაციის მართვა და მხარდაჭერა;
- უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირება, ანალიზი და remediation პროცესის კოორდინაცია;
- აღმოჩენილი Vulnerability-ების მიხედვით Jira-ში ტექნიკური თიქეთების შექმნა, მართვა და კონტროლი;
- დეველოპერ გუნდებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და უსაფრთხოების მოთხოვნების შეთანხმება;
- OWASP Top 10-ისა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაზე მუშაობა;
- დეველოპერებთან ერთად პენტესტისა და SAST/DAST ფაინდინგების გამოსწორებაზე მუშაობა;
- უსაფრთხო კოდის პრაქტიკებზე (Secure Coding) დეველოპერებისთვის ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების სესიების ჩატარება;
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
- Application Security მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
- SonarQube-თან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სავალდებულო);
- GitLab-თან მუშაობისა და CI/CD pipeline-ების ცოდნა (სავალდებულო);
- GitLab-ისა და SonarQube-ის ინტეგრაციის გამოცდილება;
- დეველოპერ გუნდებთან აქტიური მუშაობისა და ტექნიკური კომუნიკაციის გამოცდილება;
- Jira/Confluence-თან მუშაობის გამოცდილება;
- DevSecOps მიდგომებისა და ავტომატიზაციის საბაზისო ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
სასურველი დამატებითი კვალიფიკაცია:
- Penetration Testing გამოცდილება;
- AWS Cloud Security გამოცდილება;
- Burp Suite, Snyk, Checkmarx, Veracode ან მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა;
- უსაფრთხოების სერტიფიკატები: CompTia Security+.