შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე — საქართველოს საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდი

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი


სსიპ "
საქართველოს საპენსიო ფონდი
" აცხადებს კონკურსს
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის
ვაკანტურ თანამდებობაზე.




სამსახურის ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი


სამუშაო განაკვეთი: სრული




საკვალიფიკაციო მოთხოვნები:




** უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი მიმართულებით მიღებული უმაღლესი განათლება.


** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;


** შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით;


** სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენას.




კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:




** გადაწყვეტილების მიღების უნარი;


** ლიდერობა;


** მოლაპარაკების უნარები;


** გუნდურობა;


** სტრატეგიული აზროვნება;




დამატებითი ინფორმაცია:




** დასანიშნი პირის შესაფერისობა უნდა შეფასდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის N51/04 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი წესის" შესაბამისად და გათვალისწინებით. აღნიშნული ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6430669?publication=0


** არ შეიძლება საპენსიო ფონდის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად.




ფუნქცია-მოვალეობები:




** ფონდის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან და შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება;


** შიდა აუდიტორული საქმიანობის სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;


** ფინანსური მართვა და შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასების პროცესის შეფასება;


** ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებაში მონაწილეობის მიღება;


** შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების და
ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებასა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენაში მონაწილეობის მიღება;


** ფონდის მენეჯმენტის მიერ შიდა და გარე აუდიტის შედეგებისა და მიღებული
რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებების დროულად და ადეკვატურად განხორციელების მონიტორინგი;


** მმართველობითი საბჭოს, აუდიტისა და ფინანსების კომიტეტისა და ფონდის გენერალური დირექტორისთვის მიზნობრივი შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის წარდგენა;


** მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.




გამოცდილების შეფასებისას, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილისათვის კანონით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:




** საპენსიო ან საინვესტიციო ფონდის აქტივების მართვა;


** საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები;


** ფინანსური სექტორისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნები;


** სტრატეგიული დაგეგმვა, საპენსიო ფონდის ბიზნეს სტრატეგია და ბიზნესგეგმა;


** აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა;


** კორპორაციული მართვა, რისკის მართვა, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;


** ფინანსური ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი.




ასევე მხედველობაში მიიღება:




** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიცია და მისი იერარქიული დონე;


** წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობა;


** იმ ორგანიზაციის საქმიანობა, კომპლექსურობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც პირი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას;


** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიციის კომპეტენციები და პასუხისმგებლობები;


** დაკავებული პოზიციის მეშვეობით შესაბამის სფეროში მიღებული დარგობრივი ცოდნა;


** დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა.




კონკურსის ეტაპები: კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:




** განაცხადების გადარჩევა;


** გასაუბრება;


** შესაფერისობის შემოწმება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ